ჯავახიძე სერგო » ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) და პოზიცია ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
- გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა;
- ხელისუფლების პირველი პირების მიერ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა;
- ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში – წარმომადგენლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში;
- პარტიების მიერ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში გენდერული დისბალანსის არსებობის აღიარება და მდგომარეობის გამოსწორების სურვილი;
- გენდერულ საკითხებზე საჯარო განხილვების გააქტიურება;
- სახელმწიფოს მხრიდან პარტიების წახალისების ინიციატივა პარტიულ სიებში გენდერული ბალანსისის ზრდასთან დაკავშირებით;
- ქალთა პარტიული ორგანიზაციების მხრიდან აუცილებელია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა.